Skip to content

ისევ მე და შენ დავრჩით (ჩანახატი)

September 5, 2012

“ვზივარ უაზროდ და ფანჯარაში ვიხედები. არაფერი ხდება.. გარდა იმისა, რომ წვიმს, ძალიან ლამაზად წვიმს და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც უკვე 1 საათია ფანჯარასთან ვზივარ. მიყვარს მუსიკა, მაგრამ ახლა სიმღერებს წვიმის ხმა მირჩევნია. ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რაზე ან ვიზე.. იქნებ ისევ შენზე ვფიქრობ? არადა თითქოს დავივიწყე და ჩემ თავს დავაჯერე, რომ აღარ მიყვარდა, მაგრამ იქნებ მხოლოდ თავს ვიტყუებ.. თუმცა ახლა რაღა დროსია ამაზე ფიქრი, შენ უკვე აღარ ხარ ჩემთან.. უკვე წახვედი და ვიცი, არასდროს დაბრუნდები… იქნებ სულაც ჩემი ბრალია, რომ შენ ახლა აქ, ჩემთან აღარ ხარ?


ჰმ.. რა ლამაზად წვიმს.. ქუჩაში არავინაა, გარდა ერთი პატარა გოგოსი, რომელიც უკვე გალუმპული სველი, ცდილობს მაღაზიას თავი შეაფაროს…აჰა.. ეს გოგონაც წავიდა, ისევ დავრჩით მე და შენ, არადა როგორ მინდოდა, რამეზე გადამეტანა ყურადღება, ოღონდაც შენზე არ მეფიქრა.. კარგი, მეც ხომ ვიცი, რომ ვეღარასოდეს გნახავ…
რა ვქნა? ისევ გარეთ გავიხედავ და შევეცდები, ისევ შენზე არ ვიფიქრო.. მოვიწყინე.. ეს წვიმაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოსაწყენი გახდა.. თითქოს ყველამ მიმატოვა, თუმცა შეიძლება ეს ყველა ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ..
ჰმ.. რა ლამაზად წვიმს.. ფანჯრიდან უცებ ვიღაც დავინახე, შენ ძალიან გგავდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ არ იყავი, მაგრამ მაინც გავიქეცი სასწრაფოდ კარისკენ, გავაღე და უცებ.. უცებ შენ, შენ შემრჩი ხელში. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეთქვა შენთვის, თუმცა ალბათ ხმას მაინც ვერ ამოვიღებდი, იმდენად გაოგნებული ვიყავი.. უცებ შენ ხელში ამიყვანე და მიყვარხარო, ჩამჩურჩულე.. ”
Read more…

დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა (ჩანახატი)

August 11, 2012

ერთი კვირით ვიყავი წასული ზღვაზე, სადაც ახალი იდეები დამებადა ახალი ჩანაწერის გასაკეთებლად, ასე რომ ცოტა ხნით ისევ გიბრუნდებით ახალი პოსტით 🙂

P.S რათქმაუნდა ეს ყველაფერი მოგონილია და არაა ჩემ თავზე 🙂 ♥

საერთოდ არასდროს ვყოფილვარ გახსნილი ადამიანი, ყოველთვის მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა, რადგან არ ვგავდი ყოველ მეორე გოგონას, რომელიც პრანჭვაზე, ქუსლებზე, მაკიაჟზე ფიქრობდა და კვირაში 5 შეყვარებულს იცვლიდა, უბრალოდ მე მინდოდა მყოლოდა მეგობარი, უბრალო მეგობარი, რომელლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი. უკვე 20 წელს ვიყავი გადაცილებული და თითქოს ცხოვრებაში არაფერი მგონიდა განვლილი, არადა რამდენი ტკივილი მაქვს გადატანილი, ალბათ ეს ყველაფერი ისევ ჩემ ხასიათთანაა დაკავშირებული, რომელსაც ვერა და ვერ ვცვლიდი, თუმცა ახლა კი ვაღიარებ, რომ არც არასდროს მინდოდა გოგონათა უმრავლესობას დავმსგავსებოდი… თუმცა გული საშინლად მწყდებოდა, იმაზე, რომ არავის სურდა ჩემთან კონტაქტი და ზედ არავინ მიყურებდა. ჰო თუმცა, მხოლოდ ჩემი ხასიათის გამო არ იყო ეს ყველაფერი, მე ხომ მათსავით კარგად არასდროს მეცვა, რადგან არ მქონდა ამის საშუალება… ერთ ღარიბ სახლში ვცხოვრობდი, ზღვასთან ძალიან ახლოს, თუმცა არასდროს მქონია სურვილი დიდი სასახლე მქონოდა, რადგან მიყვარდა შემოდგომის გრილ საღამოს ჩემ მყუდრო, პატარა ოთახში შესვლა და საყვარელი წიგნების კითხვა ♥

ერთ მშვენიერ დღეს, ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა უკვე ცივი ნიავი უბერავდა, ზღვის ნაპირზე წავედი, სულ ქვიშა იყო, მეც იქვე ჩამოვჯექი, სრული სიცარიელე იყო, უბრალოდ შორს კაცის სილუეტი ჩანდა, რადგანაც აქ არავინ არასდროს დადიოდა გამივკირდა ვიღაც, რომ დავინახე. ძალიან დამაინტერესა ვინ იყო… წამოვდექი, ნელ-ნელა მისკენ მივდიოდი, მერე ნაბიჯს ავუჩქარე, თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა, გავჩერდი და ისევ დავჯექი. თავიდან თითქოს ვერ შემამჩნია, გავღიზიანდი, მინდოდა მისი ყურადღება მიმექცია, თუმცა უმოძრაოდ ვიჯექი და მის პირველ გადმოდგმულ ნაბიჯს ველოდებოდი… არ მინდოდა ესეც მე გამეკეთებინა, ისედაც მეგონა, რომ ზედმეტი მომივიდა.. მოვიწყინე, ასე უაზროდ ვიჯექი და ველოდებოდი, თუმცა ის ხმას არ იღებდა, აქეთ არც კი იხედებოდა, მერე მეც დავიღალე ლოდინით და ზღვას გადავხედე, გავბრაზდი.. აღარც ვაპირებდი მისკენ გახედვას, მაგრამ შევამჩნიე, რომ ის მიახლოვდებოდა.. ჰო ჩემკენ მოდიოდა.. არც მეგონა ასე თუ მოიქცეოდა, მაგრამ ის მომესალმა, გამომკითხა ყველაფერი ჩემ შესახებ, თუმცა თავის თავზე არაფერს ამბობდა, დიდი ხნის ლაპარაკის შემდეგ მისი სახელი ძლივს გავიგე.. ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ, არც ვიცოდი რომელი საათი იყო და რამდენი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყეთ, მაგრამ გამახსენდა, რომ სახლსი ვიყავი წასასვლელი, რადგან უკვე დიდი ხანია ჩამოღამებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელს ვიყავი გადაცილებული დედა მაინც ნერვიულოვდა, როცა დიდი ხნით ვაგვიანებდი სახლში, არ მინდოდა მისი ანერვიულება, გამოვემშვიდობე და სახლის გზას გავუდექი. ის კი ისევ ზღვის ნაპირზე დაჯდა..

არ ვიცი, არც კი შემიძლია აღწერა, რამდენი რამ შეცვალა ამ დღემ ჩემ ცხოვრებაში.. ახლა უკვე 30 წლის ვარ და პირველად ვწერ, ცხოვრებაში პირველად ვწერ ჩემ თავზე, ჩემ სიყვარულის ისტორიას. ალბათ ვერ მიხვდით ჰო? ახლა ის მამაკაცი, რომელიც ზღვის ნაპირზე გავიცანი ჩემი მეუღლეა, მე კი უკვე ორსულად ვარ ♥ ახლა მათ უკვე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ… მე და ჩემი მეუღლე ისევ დავდივართ ზღვის ნაპირზე, ზუსტად იქ სადაც ერთამენთი გავიცანით.. ♥ ხოლო რაც შეეხება ჩემს ხასიათს, მე ახლაც ვერ მოვახერხე მისი შეცვლა, თუმცა აღმოვაჩინე ადამიანი, რომელმაც მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ… ♥

საქართველო . .

July 27, 2012

პირველ რიგში გეტყვით, რომ სათაურიდან გამომდინარე არ გეგონოთ, რომ მე ჩემი სამშობლო არ მიყვარს, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებლად დიდიხანი ვერ გავძლებდი უცხოეთში, ისე მომენტარებოდა საქართველო. ნუ ყოფილა ასეთი შემთხვევაც და ძალიან მალე მომენატრა ჩემი სამშობლო ♥
ნუ მოკლედ ვიცი, რომ ქართულ ბლოგსფეროში საკმაოდ ‘პოპულარულია’ ეს თემა, მაგრამ მაინც უკვე თავს ვეღარ ვიკავებ, რომ ჩემი გაბრაზება თქვენც გაგიზიაროთ .

Read more…

ბლოგის ავტორი – როგორი ადამიანია ის?

July 16, 2012

როგორ იქნა დავიწყე ამ პოსტის დადებაც. დათაგვისთვის ჩემს უსაყვარლეს მარიამს (https://littlefashionistah.wordpress.com/) დიდი მადლობა. ♥

ეს მეორე თეგ-თამაშია, რომელშიც მე ვიღებ მონაწილეობას. რამოდენიმეს ვთხოვე, რომ დავეხასიათებინე, მოდით პირდაპირ დავიწყებ ♥
Read more…

რაღაც განსხვავებული

July 16, 2012

გუშინ ჩემი დეიდაშვილი ჩამოვიდა ესპანეთიდან, აეროპორტში დავხვდით, დიდი ხანი ველოდეთ, მაგრამ არსად არ ჩანდა. რამოდენიმე რეისი ჩამოვიდა, ხალხი ცოტავდებოდა, მაგრამ ჩემი დეიდაშვილი არსად  ჩანდა.


Read more…

ტოპ 5

July 10, 2012

ტოპ 5 საჭმელი : 

1. ხინკალი

2. პიცა

3. ლობიანი

4. მწვადი

5. ხაჭაპური
Read more…

მიყვარხარ დე!

July 10, 2012

უბრალოდ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, თუ რამხელა ამაგს გვაწვდის დედა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მიყვარს ეს ფრაზა : “მხოლოდ დედა გატარებს 9 თვე მუცელში, 2 წლამდე ხელში და მთელი ცხოვრება გულში”, რადგან ჩემ სათქმელს გამოხატავს.

Read more…